დაუმძიმებენ თუ არა ბრალს გიორგი გახარიას?

13.11.25 15:16
დაუმძიმებენ თუ არა ბრალს გიორგი გახარიას?

დაუმძიმებენ თუ არა ბრალს გიორგი გახარიას? - დღეს "ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეჭვებს იწვევს პანკისის ხეობაში პოლიციელების გალახვის ორგანიზება და პანკისის საკითხითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება.

ვოკსი ამბობს, რომ პანკისში მომხდარზე ყოფილ პრემიერს პირადადაც დაუსვა კითხვები, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო.

  • 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიცია და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. 
  • დაპირისპირების შედეგად დაზიანებდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
  • ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს.

ჩნდება არგუმენტირებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განზრახ იქნა ჩადენილი იმისთვის რომ შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი და ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა. 

რაც შეეხება 20 ივნისის თემას. გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში გახარიამ. რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ ამ გააფთრებული შტურმის წინააღმდეგ, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს

მე მაგალითად პანკისის თემასაც მივაქცევდი ყურადღებას, ეჭვებს ბადებს პანკისის ხეობაში პოლიციელების გალახვის ორგანიზება. პოლიციელები დაამცირეს, ფიზიკურად შეეხნენ. სხვათაშორის პირადადაც ვკითხე, რა იყო ეს-თქო და პასუხი ვერ გამცა. ჟურნალისტი რომ ვიყო აგრეთვე დავინტერესდებოდი, მართალია ის, რომ არავინ იყო შენობაში და გახარია სანქთლით გვეძებდა ჩვენ? რაში დასჭირდა ეს ტყუილი? არ მესმის. მუშტების რტყმით ითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, მოიხსნა იმუნიტეტი და მერე უარი განაცხადა მსი დაკავებაზე და ეს უარი დაემთხვა სააკაშვილის განცახდებებს, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო. შტაბს ქმნიდნენ კახეთის გზატკეცილის ოფისში და ამის შემდეგ ისე როგორც არ განვითარდა, როგორც მას მიაჩნდა სწორად, იგი გადადგა. ამაზე დიდი მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ მას ჩაფიქრებული ჰქონდა საქართველსო წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, რასა კვირველია ეჭვს აღარ იწვევს", - განაცხად ვოლსკიმ. 

დღეს ჟურნალისტებამა ვოლსკის ჰკითხეს, იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე გიორგი გახარიას ექსტრადირებას მოითხოვს, აქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რაზეც "ოცნების" წევრმა ასე უპასუხა:

„ჩვენ ყველა შემთხვევაში სწორად უნდა ვიმოქმედოთ. სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული მოთხოვნა და პოზიცია უნდა იყოს, რომელსაც ხელისუფლება გამოხატავს. საზოგადოებისთვის საგანგებოდ საინტერესოა რეალურად, რა მოხდა ჩვენ თავს, ვინ არის მოღალატე, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იბრძვის და შეფასებები გააკეთოს. რა მოჰყვება მოთხოვნას ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს ევროპის ბევრ ქვეყანასა და ბრიუსელის სივრცეში მიიღება, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მოთხოვნას რა მოჰყვება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ გეტყვით“, - განაცხადა ვოლსკიმ

გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის სურვილი აქვს - ყოფილი პრემიერი მზადაა  პირადად უპასუხოს გამომძიებლების კითხვებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავი კურტანიძემ გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. ამჯერად სასამართლო ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს იხილავს. 

  • გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება. 
  • გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს. 

 

მსგავსი სიახლეები