"ივანიშვილის იურისდიქციაში გახარია თავს არ მოიხვედრებს" - ბერდია სიჭინავა
გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს - ყოფილი პრემიერის უფლებადამცველი და თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა ამბობს, ის რასაც ახლა ადგილი აქვს გახარიას წინააღმდეგ ეს არის "კლოუნადა" - "მართლმსაჯულება ივანიშვილის სახელით".
მისი თქმით, გიორგი გახარია ივანიშვილის იურისდიქციაში თავს არ მოიხვედრებს.
სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ ექსპრემიერს ბრალი დაუმძიმონ და კიდევ ახალ საქმეზე დაიწყონ მის მიმართ საქმის წარმოება.
„ეს არის ყვარყვარე თუთაბერის მიერ შექმნილი სამართლებრივი სისტემა, სადაც ყველას უშვებენ ციხეში, ყველას პოლიტიკურად დასჯას ცდილობენ. გახარია არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტის ობიექტი, რომელიც მას დაანონსებული ჰქონდა 26 ოქტომბრამდე მისივე მიცემულ ინტერვიუში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური საქმიანობა, რომლის შესაზღუდადაც კეთდება ეს ყველაფერი, მის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, ვერ იქნება მიღწეული...
რაც შეეხება ბრალის დამძიმების საკითხს, ყველანაირი მოლოდინი არსებობს. აქედან შესაძლოა გამოვიდეთ და აჭარის პროკურატურაში დაგვიბარონ, დიტო სამხარაძეზე თავდასხმის საქმეზეც ბრალი წარუდგინონ. ეს არის კლოუნადა: "მართლმსაჯულება ივანიშვილის სახელით". გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს. ამას სამართლებრივ პროცესთან კავშირი არ აქვს. არ არსებობს ფაქტობრივი სამართლებრივი საფუძვლები და მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მის ბრალეულობას.
ცრუ მოწმეებმა, დამბეზღებლებმა უნდა დაადასტურონ მაგალითად სუს-ის უფროსმა როგორ დაასწრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა როგორ დაასწრო იმ ინფრომაციის გარკვევა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის მინისტრი დგამდა პოლიციის საგუშაგოს და ზუსტად როგორ ხდება ის, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და ბიბილოვი ზუსტად იმ რიტორიკას იმეორებს, რასაც დღეს ქართული პროკურატურა აკეთებს.
თუ სურს სასამართლოს გიორგი გახარიას დისტანციურად მოუსმინოს, რატომაც არად. რა თქმა უნდა [სურს მონაწილეობის მიღება] თუ მისცემს სასამართლო შესაძლებლობას, დისტანციურად ჩაერთვება. გახარიას მიმართ ახლა მიმდინარეობს დევნა. ივანიშვილის იურისდიქციაში გახარია თავს არ მოიხვედრებს“,- აღნიშნა ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავი კურტანიძემ გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ამჯერად სასამართლო ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს იხილავს.
- გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება.
- გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.