ვინ დაესხა თავს რუსთავში დავით კირკიტაძეს? - "ტვ პირველმა" თავდამსხმელების ვინაობა გაარკვია

25.10.21 20:50
ვინ დაესხა თავს რუსთავში დავით კირკიტაძეს? - "ტვ პირველმა" თავდამსხმელების ვინაობა გაარკვია

,,ეს იყო ჩემი მისია, რომ შემეხსენებინა მათთვისაც და რუსთავის მოსახლეობისთვისდაც, რომ კრიმინალების ბოგინი აქ უნდა დამთავრდეს" - ვასილ ბალახაშვილი ტვ პირველთან საუბარში ადასტურებს, რომ დავით კირკიტაძეს რუსთავში, ,,ენმ"-ს ოფისის წინ თავს დაესხა.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ბალახაშვილი იყო 14 ოქტომბერს მოწყობილი ,,ცოცხების" აქციის ორგანიზატორი რუსთავში. 

,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან დაპირისპირების დაწყებიდან შემთხვევის ადგილზე  რამდენიმე წუთში გაჩნდნენ საჯარო მოხელეებიც.  ,,პირველებმა" გაარკვია, რომ ესენი არიან სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული პირები. ერთ-ერთია ბაჩო ხაჩიძეა. ის ამტკიცებს, რომ დაპირისპირების ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. ამირან ჯანჯღავა კი საკრებულოს ,,ქართული ოცნების" წევრია. მას ამ ჩხუბში გამშველებლის როლი ჰქონდა. დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც.  

,,ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე, არ უარყოფს  ინფორმაციას, რომ ვასილ ბალახაძე  არჩევნებში ხელისუფლების სასარგებლოდ, კოორდინატორად,  მუშაობდა. გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია, თუმცა მერობის კანდიდატი პროვოკაციაში კონკურენტ კანდიდატს კირკიტაძეს ადანაშაულებს.