შეუძლებელია გახარიას ედავებოდე ზუსტად იმ ტექსტით, რა ტექსტითაც ამას ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმი აკეთებს - ადვოკატი

13.11.25 15:41
შეუძლებელია გახარიას ედავებოდე ზუსტად იმ ტექსტით, რა ტექსტითაც ამას ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმი აკეთებს - ადვოკატი

მაინტერესებს ქართული მხარე რას აპირებს?! ჩორჩანას ჩაბარებას აპირებს რეჟიმისთვის?! - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს გიორგი გახარიას უფლებადამცველმა, ბერდია სიჭინავამმ.

მან სხდომათა დარბაზში პირდაპირ თქვა, რომ ყოფილ პრემიერის ზუსტად იმ ტექსტით ედავება ქართული გამოძიება, რა ტექსტითაც ამას ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმი აკეთებს.

დღეს პროკურატურა აღმოჩნდა იგივეს გამკეთებელი, რასაც აკეთებს სამხრეთ ოსეთის მარიონეტული პროკურატურა - ამბობს ბერდია სიჭინავა. 

ეს არის პრეცედენტული საქმე ამ სასამართლოს ისტორიისთვის კი არა ქვეყნის ისტორიისთვის. გიორგი გახარიას ედავენიან ქვეყნის ინტერესების დაცვას, რომ ქართული მიწა არ დაუთმო მარიონეტულ რეჟიმს... წლები მაქვს გატარებული ამ უწყებაში და ბევრ ადამიანს იქ პატივს ვცემ, მაგრამ დღეს პროკურატურა აღმოჩნდა იგივეს გამკეთებელი, რასაც აკეთებს სამხრეთ ოსეთის მარიონეტული პროკურატურა. პროკურატურამ ეს ტესტი ვერ ჩააბარა და არ ვიცი სასამართლო თუ ჩააბარებს ამ ტესტს. არ ვაპირებ ენა გადავიტყავო იმის თხოვნით, რომ სასამართლო იყოს ობიექტური. გიორგი გახარია არის დღეს დევნილი... ახალი კი არაფერი არ არის, გიორგი გახარია ისედაც დევნილობაში იყო, ახლა ფურცელზეა ეს გადატანილი... შეუძლებელია გიორგი გახარიას ედავებოდე ზუსტად იმ ტექსტით, რა ტექსტითაც ამას აკეთებს ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმი. მაინტერესებს ქართული მხარე რას აპირებს?! ჩორჩანას ჩაბარებას აპირებს რეჟიმისთვის?! გახსოვთ ალბათ მათი განცხადებები, როგორ იცავდნენ ჩორჩანას საგუშაგოს აგებას, ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო. და დღეს გახარიას ედავებიან ქვეყნის ღალატს... დღეს მას ქართული მიწის დაცვისთვის ასამართლებენ. ეს არის მოცემულობა, რომელიც შექმნა რეჟიმმა... ვიღაც ვახტანგ შაქარაშვილი,  ნანა კაკაბაძეო, ამით იწყება საქმე - დაბეზღებით..."- განაცხადა ბერდია სიჭინავამ სასამართლოზე. 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავი კურტანიძემ გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ამჯერად სასამართლო ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს იხილავს. 

  • გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება. 
  • გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს. 

მსგავსი სიახლეები