ჩორჩანას საქმე - მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

13.11.25 16:07
ჩორჩანას საქმე - მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ყოფილი პრემიერი საქართველოში არ იმყოფება. 

პატიმრობას "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პროკურატურა ითხოვდა. 

გახარიას უფლებადამცველმა, ბერდია სიჭინავამ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალი არა გიორგი გახარიას, არამედ საქართველოს წაუყენეს. „რომელი ახალი დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, როცა ძველი არ არსებობს?!," - განაცხადა მან.

  • გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება. 
  • გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს. 

მსგავსი სიახლეები