მაიკო მუმლაძე: "მურთაზ ზოდელავა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს არ იცნობს"
ადვოკატი, მაიკო მუმლაძე აცხადებს, რომ მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბრის საქმეში პროკურატურის მიერ ორგანიზატორებად დასახელებულ გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს, არ იცნობს.
მუმლაძის თქმით, ბრალის დადგენილებაში დამატებულია სააგიტაციო მასალის გავრცელება. მაიკო მუმლაძე აღნიშნავს, რომ პროკლამაციების გავრცელებისთვის ადამიანებს საბჭოთა კავშირის დროს აკავებდნენ.
ბრალის დადგენილება ჩაგვბარდა, დაზუსტებულია ბრალის ფორმულირება უბრალოდ, სადაც შემოყვანილი არიან ფიგურანტებად ირაკლი შაიშმელაშვილი და ნანა სანდერი, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ის, რომ მურთაზ ზოდელავა ნამდვილად არც ერთს, არც მეორეს არ იცნობს.
გარდა მაგისა, დამატებული არის ასევე ბრალის დადგენილებაში სააგიტაციო მასალის გავრცელება, რომელიც წინა დადგენილებაში არ იყო და ერთი შეფასება შეიძლება მხოლოდ ამას მივცე, მე პირადად, საბჭოთა კავშირის დროს იყო ხოლმე პროკლამაციების გავრცელებისთვის ბრალი წარდგენილი ამა თუ იმ პირზე და იგივე ასოციაციაა ჩემთვის," - განაცხადა მაიკო მუმლაძემ.