20 ივნისის საქმე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს დაეწერა

13.11.25 15:59
20 ივნისის საქმე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს დაეწერა

გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი - "20 ივნისის" საქმე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს დაეწერა.

სწორედ ხუსკივაძემ უნდა იმსჯელოს ყოფილი პრემიერის აღკეთის ღონისძიებაზე.

სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 20:00 საათზე ჩაინიშნა. 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავი კურტანიძემ გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ამჯერად სასამართლო ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს იხილავს. 

  • გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება. 
  • გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს. 

მსგავსი სიახლეები