ნანუ სანდერს ბრალი დაუმატეს

13.11.25 16:29
ნანუ სანდერს ბრალი დაუმატეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პროკურატურამ  დაკავებულ აქტივისტს ნანუ (ნანა) სანდერს კიდევ ერთ ბრალს უმატებს. ამის შესახებ უწყებუს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. 

  • ამ დრომდე სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას  ედავებოდნენ (სსკ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი) - დანაშაულისთვის 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • დამატებით მას ედავებიან „ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას“ (სსკ 317-ე მუხლი) - დამატებული ბრალი უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლება და სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისინებული.

ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ)" - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები