სააკაშვილი: ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ სხვები არ შემოვიერთო და რევოლუცია არ მოვაწყო
ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა. ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში ნწერს.
მისი თქმით, საკანში ტელევიზიორი აქვს, თუმცა ის მხოლოდ რუსულ არხებს აჩვენებს.
და კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტი, საკანში ტელევიზორში მარტო რუსული არხები მაქვს თუ არ ჩავთვლით ერთ აზერბაიჯანულ არხს. დერეფანში კი პატიმრების მოძრაობაზე უზარმაზარი საცობებია.
ძალიან ბევრი ჩემი მხარდამჭერის გამოხმაურება იყო და ყველას დიდი მადლობა"- წერს სააკაშვილი.