ჩორჩანას საქმეს გრიფი ადევს - ადვოკატები დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ

13.11.25 17:20
ჩორჩანას საქმეს გრიფი ადევს - ადვოკატები დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ

ჩორჩანას საქმეს გრიფი ადევს - გიორი გახარიას ადვოკატები დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ.

როგორც ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, გაუთქმელობასთან დაკავშირებით შესაბამისი გაფრთხილება უკვე ჩააბარეს პროკურატურას.

ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები რაც გახარიას წინააღმდეგ საქმეში დევს, ობიქეტური სასამართლოს პირობებში "ნაცარტუტად გადაიქცევა". 

პროკურატურა, სასამართლო - არ არსებობს, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე. აქ სამართლებრივ პროცესებზე, არგუმენტებზე, მტკიცებულებებზე საუბარიც არ არის. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი კი არა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც არ არსებობდა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გიორგი გახარიას ბრალეულობაში რაიმე ფორმით. გიორგი გახარიას კი არ ედავებიან - საქართველოს ედავებიან. ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც ნახავთ, როგორ გამოიყენებს ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი. ეს იქნება საქართველოს დაზიანება, რაც დღეს პროკურატურამ და სასამართლომ გააკეთა. ორჯერ დაგვჭირდა ახსნა, ვერ გავიგეთ რას ამბობდა მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს, თუმცა ცხადი იყო, რომ პატიმრობას უფარდებდა.

ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომლებიც პირდაპირი ფორმით ამართლებს გიორგი გახარიას და ის შეთითხნილი პასკვილები. ე.წ. მტკიცებულებები, რაც საქმეში არის რა თქმა უნდა, ნაცარტუტად გადაიქცევა ობიექტური სასამართლოს პირობებში, მაგრამ ამ სასამართლოს პირობებში, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები აქრ გვაქვს. სუს-ის უფროსი (საუაბარია ყოფილ უფროსზე, ვახო გომელაურზე) რომელცი თავის გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული ხელი ხაზის მეშვეობით გაიგო ჩორჩნაში საგუშაგოს აგების შესახებ, როგორი მოწმე არის საზოგადოებამ შეაფასოს და მეორე, თუ ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ ქმედებას ჰქონდა ადგილი და სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა გიორგი გახარიამ, გომელაური იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, რატომ არცერთხელ არ დააყენა მთელი ამ წლების განმავლობაში ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში? რატომ საუბრობდა და რატომ გამოუცხადა იმ პოლიტიკურმა გუნდმა ორჯერ ნოდბა გახარიას, რომელიც დღეს ტალახს და ლაფს ესვრის მას? 

გაუთქმელობასთან დაკავშირებით შესაბამისი გაფრთხილება უკვე ჩავაბარეთ პროკურატურას, შესაბამისად ამ მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს მტკიცებულებები პრიდაპირ ადასტურებენ გიორგი გახარიას უდანაშაულობას.

ჩვენი სურვილია გასაჯაროვდეს ეს მტკიცებულებები და ხალხმა დაინახოს რეალურად საქმეში რა დევს და რა არ დევს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ჩორჩანას საქმეზე მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პატიმრობას "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პროკურატურა ითხოვდა. 

დღეს სასამართლომ ასევე უნდა ისმჯელოს 20 ივნისის საქმეზეც. პროცესი საქალაქოში 20:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. 

  • გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება. 
  • გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს. 

 

მსგავსი სიახლეები