ეუთოში ბრიტანეთის ელჩი მოუწოდებს "ოცნებას", გააუქმოს რეპრესიული კანონები და გაათავისუფლოს დაკავებული პოლიტიკოსები
დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი დაასახელა რამდენიმე ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა და მათ დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ეუთოში ნილ ჰოლანდმა განცხადება გააკეთა 6 ნოემბერს, დაასახელა და რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი და საქართველო დაასახელა.
„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ანგარიშები ეჭვს არ ტოვებს, რომ რუსეთი სისტემატურად არღვევს უკრაინელი ბავშვების, მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედრო ტყვეების უფლებებს.
რუსეთის შიგნით კი ირღვევა ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც მინიმალურ სივრცეს ტოვებს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. დიდი ბრიტანეთი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკანონო ომი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაიცვას ეუთოს პრინციპები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ფართო რეგიონალური გამოწვევების გამო. მოვუწოდებთ ბელორუსს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეასრულოს საერთაშორისო, ასევე, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელორუსს, უზრუნველყოს, რომ ყოფილი პოლიტიკური პატიმრები არ გახდებიან რეპრესიების ან იძულების მსხვერპლები.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომელთა სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოებაა და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ჩვენ მოვუწოდებთ ყირგიზეთს, ხელახლა არ დააკანონოს სიკვდილით დასჯა და მტკიცედ შეასრულოს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები”. – განაცხადა ნილ ჰოლანდმა.