თბილისის მერია და კახი კალაძის მეგობარი ბიზნესმენები ახალ სკანდალში ეხვევიან
თბილისის მერია და კახი კალაძის მეგობარი ბიზნესმენები ახალ სკანდალში ეხვევიან - კომპანია “არქიმ“ 500- ზე მეტი ბინა, დადიანის პროექტში ისე გაყიდა, რომ სამშენებლო ნებართვა არ არსებობს.
ეს ამბავი თავდაპირველად გამოცემა “პუბლიკამ“ აღმოაჩინა. ჩნდება კითხვა, როგორ იყიდება ბინები იქ, სადაც არ არის ნებართვა.
არის თუ არა წინასწარი გარიგება კალაძესთან, რომ მერია ნებართვას ნებისმიერ შემთხვევაში გასცემს და კომპანიებიც არ ელოდებიან ფორმალური პროცედურების დასრულებას.
“არქის“ დამფუძნებელი, ილია წულაია ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვის მიღება კალაძესთან მეგობრობასთან კავშირში არაა და რადგანაც არსებობს გრგ, მას შეუძლია ბინების გაყიდვა და ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
ბიზნესში მიღებული პრაქტიკაა ეს. ვიღებთ ვალდებულებას, რომ გარკვეულ პერიოდში ნებართვის აღების პროცესს მოვრჩებით და დავიწყებთ მშენებლობას. კალაძესთან კავშირი არაფერ შუაშია, ცხოვრებაში არავისგან გარანტია არ მიმიღია მსგფავს საქმეზე, - უთხრა “პირველებს“ წულაიამ.
ამ ერთი ფაქტის გამჟღვანებით, კორუფციის მკველვარებისთვის დგინდება, რომ სამართლებრივი პროცედურება “ქართული ოცნების“ მეგობარი ბიზნესმენებისთვის მხოლოდ ფორმალობაა.
ფორმალობა, “არქისთვის“ ეს პირველი შემთხვევა არაა, ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც პროექტები იცვლება და გზადაგზა დააწევენ ხოლმე ნებართვებს. ეს ნიშნავს მარტივს, აქ არის კორუფციული ინტერესი. წულაია ყიდის, ფაქტობრივად, არაფერს. ამას ემატება ისიც, რომ წულაიას კალაძის ვალი აქვს. ერთგვარი ინტერესთა კონფილიქტიცაა, რადგან კალაძემ მისი საკუთრება მიჰყიდა წულაიას “პოსლეზე“, ახლა კი ის ყოველწელს 1 მილიონს უხდის კალაძეს, ამიტომ წულაიას არ უნდა დაუდგეს ეკონომიკური პრობლემები, ფული არ უნდა მოაკლდეს, რადგან მისი შემოსავლები პირდაპირ დამოკიდებულია კალაძის შემოსავლებზე, - ამბობს ბესიკ დონაძე.
- პროექტ "გრანდ ავენიუს" ბინების გაყიდვა 20 სექტემბერს დაიწყო, თუმცა "არქის" ამ დრომდე არ აქვს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა.
- კომპანიამ პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად არქიტექტურის სამსახურს ოქტომბერში მიმართა.
ამ დროისთვის „გრანდ ავენიუს“ მხოლოდ ორ კორპუსში – A და B ბლოკებში იყიდება ბინები და ხოლო 556 ბინა უკვე გაყიდულია.
ცნობისთვის, ტერიტორიის მფლობელი და პროექტის დამკვეთი შპს "დადიანი ინვესტია". ეს ტერიტორია "დადიანი ინვესტმა" აპრილში შეიძინა "ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული კომპანიისგან, რომელიც ცათამბჯენების აშენებას გეგმავდა.
- "დადიანი ინვესტის" 27%-იან წილს ფლობს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი და "არქის" დამფუძნებელი ივლიანე წულაია.
- ამავე კომპანიის 7%-იან წილს ფლობს კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დედის, მარინა კოდუას კომპანია "ზფ კაპიტალი".
- 1%-იანი წილი კი წულაიასგან ერთ ლარად შეიძინა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.