გახარია ორმაგი პატიმრობის მოლოდინში - როგორ აპირებს ექსპრემიერის დაკავებას "ოცნება"
ორმაგი პატიმრობის მოლოდინში. ცოტა ხანში, სასამართლო ექს პრემიერის წინააღმდეგ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთბში იწყება. ხუთი საათით ადრე კი იყო პირველი პატიმრობა ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე. ახლა მასზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა უნდა გამოცხადდეს.
ვახტან გომელაური, ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარიშვილი და კახი კახიშვილი, ის მოწმეების არასრული სიაა, ვინც გახარიას წინააღმდეგ ჩვენება პროკურატურას მისცა. გომელაური 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ირკვევა, რომ გამოძიებას გომელაურმა მოუყვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან გაიგო.
ექს პრემიერის პარტიაში ფიქრობენ, რომ გახარისთვის ჩორჩანას ტყეში საგუშაგოს აღმართვის საქმეზე ბრალის წაყენება, რუსული საქმეა. რადგან ახლა ამ თემას საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს საოკუპაციო რეჟიმი.
გახარიას თანამოაზრეებს კარგად ახსოვთ, რომ სწორედ მარიონეტული რეჟიმი ითხოვდა ჩორჩანაში საგუშგაოს აღებას და თვლიდა, რომ სწორედ ეს ნაბიჯი იყო ესკალაციისკენ მიმართული. დაცვის მხარეს პროკურატურამ გაუთმქელობას ხელი მოაწერეს, თუმცა, გახარიას უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ და მეტიც, გაუთქმელობაც ზუსტად იმიტომ მოითხოვა ბრალდების მხარემ, რომ ყველა მტკიცებულება ადასტურებს გიორგი გახარიას უდანაშაულობას. გახარიას გუნდის ყველა წევრი თანხმდება ერთზე გიორგი გახარია არ უნდა ჩამოვიდეს.
მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას ცოტა ხნის წინ გამოეხმაუეა თავად გიორგი გახარიაც - დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.