სკანდალი: "არქიმ" ბინების ნაცვლად ჰაერი გაყიდა?!

13.11.25 20:23
სკანდალი: "არქიმ" ბინების ნაცვლად ჰაერი გაყიდა?!

სკანდალი: "არქიმ" ბინების ნაცვლად ჰაერი გაყიდა?! - თბილისის ცენტრში ლამის ახალი ქალაქის ასაშენებლად ჯერ ნებართვა არ გაცემულა, მაგრამ "არქიმ" უკვე ზუსტად 556 ბინა გაყიდა ორ კორპუსში.

"გრანდ ავენიუ" ვაგონშემკეთებლი ქარხნის ტერიტორიაზე უნდა ააშენონ, ბინების გაყიდვა სექტემბრის ბოლოს დაიწყეს, ახლა ნოემბერია - მაგრამ 20 ჰექტარ ტერიტორიაზე არც არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი არსებობს და არც მშენებლობის ნებართვა. ეს დღეს "პირველებს" არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამაც დაუდასტურა.

როგორ ყიდიან ბინებს იქ, სადაც ჯერ მშენებლობა ნებართვა არ გაცემულა? კორუფციის მლველვარები პირდაპირ ამბობენ, რომ კალაძის გარემოცვა, სამართლებრივ პროცედურებს ფორმულარადაც კი არ იცავს. აქვთ გარანტია რომ იმას ააშენებინებენ, რაც უნდათ.  ილია წულაია  ოცნების ყოფილი დეპუტატია, კახა კალაძის დიდი ხნის მეგობარი, მეჯვარე და შვილის ნათლია. დარგის ექსპერტების თქმით, წულიამ რომ დიდი ფული იშოვოს,  ეს კალაძის ინტერესში პირდაპირ შედის რადგან წლების წინ მერმა, წულაიას შპს კოლხეთის 100 პროცენტიანი წილი და მიწა მიჰყიდა ფულს კი ნელ-ნელა უხდის. ბოლო დეკლარაციაში წერია, რომ  კალაძემ წულაუისსგან 900 000 ამერიკული დოლარი მიიღო.  

ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც "გრანტ ავენიუ" დაარქვეს 500 ზე მეტი ბინა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე უკვე გაიყიდა. მფლობელები არც კი უშვებენ რომ მერიამ შესაძლოა მათი პროექტი დაიწუნოს და ნებართავ არ გასცეს. ეს ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახს ეკუთვნოდა. "დადიანი ინვესტის" წილის 27 პროცენტს ახლა ილია წულაია ფლობს, 7 პროცენტს კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას დედა, ილია წულიამა მისი მრავალმიალიონი ბიზნესიდან, სულ ახლახანს 1 პროცენტიანი წილი სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიჰყიდა, ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილსი რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები