ქუთაისს სუს-ის წარმომადგენლები არ უნდა მართავდნენ - ხატია დეკანოიძე
"უპირველესი, რაც ჩვენი გუნდის ამოცანაა, ეს ქუთაისისთვის საპარლამენტო, ადმინისტრაციული სტატუსის დაბრუნებაა"- ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატრია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, რომელსაც შეეძლება შერიფი აირჩიოს.
დიახ, ქუთაისს ეს სტატუსი წაართვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ჩვენ წარსულზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვიქნებით მომავალზე ორიენტირებული. არავინ მოგვატყუოს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამას მერი ვერ შეძლებს. ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისი იქნება გამორჩეული, ღირსეული, საერთაშორისო მასშტაბის ქალაქი. ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი. ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქუთაისმა აირჩიოს საკუთარი პოლიციელი. იყოს გამორჩეული ქალაქი იმით, რომ სუს-ის წარმომადგენლები არ მართავდნენ მერიას", - განაცხადა ნდეკანოიძემ.