ივანიშვილის ბოდიშის პოლიტიკური ფასი - რას ითხოვს ოკუპანტი რუსეთი
ივანიშვილის ბოდიშის პოლიტიკური ფასი - რუსეთი ქართული ოცნებისგან ისევ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ითხოვს. ამ მოწოდებით დასრულდა ჟენევის მოლაპარაკების 65-ე რაუნდიც, რომლის შემდეგაც კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ოცნების ეს ნაბიჯი შერიგების პოლიტიკის დაგვირგვინება იქნება. ეს პოზიცია აქვს სეპარატისტულ რეჟიმსაც.
ოკუპანტი ქვეყანა "ქართულ ოცნებას" აქებს და უკვე მესამედ მოლაპარაკებების ადგილის ცვლილებას მოითხოვს. ოფიციალურ მიზეზად ასახელებს შვეიცარიისადმი ნდობის დაკარგვას, რადგან ჟენევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაა მიერთებული. განიხილება ფორმატის ბელარუსში გადატანა, რაც ავტომატურად ნიშნავს მოლაპარაკებების პროცესიდან ევროპელი პარტნიორების ჩამოშორებას. ქართული მხარე არც ადგილის ცვლილებაზე და არც თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე მოთხოვნას შეხვედრის შემდეგ არ გამოხმაურებია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ არ იმჩნევს, თუმცა პოლიტიკურად ქართული ოცნება ველს დიდი ხანია ამზადებს. გადამწყვეტ ფაზაში პროცესი მას შემდეგ გადავიდა, რაც ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ დაბომბილ გორში თქვა რომ ომგამოვლილმა ხალხმა სეპარატისტებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟი.