გომელაურს "ოცნება" უკვე დამამცირებლად მოექცა, როცა შაქარიშვილს და კაკაბაძეს გვერდით დაუყენა, როგორც ცრუ მოწმე - ფილფანი
ვახტან გომელაური, ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარიშვილი და კახი კახიშვილი - ეს იმ მოწმეების არასრული სიაა, ვინც გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩვენება პროკურატურას მისცა - ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, ვიკა ფილფანი ამბობს, რომ გომელაურს "ოცნება" უკვე დამამცირებლად მოექცა, როცა შაქარიშვილს და კაკაბაძეს, როგორც ცრუ მოწმე ისე დაუყენა გვერდით.
ჩორჩანას საქმე ცდება გიორგი გახარიას, ეს არის სახელმწიფოს ინტერესის დაზიანებას, იმიტომ, რომ აქ ეხება საქმე ქართულ მიწას და ქართული ოცნების ქმედებებისი შემდეგ მარიონეტულ რეჟიმს გაუჩნდა ამბიცია ხელახლა ქართულ მიწებზე.
მემგონი, ვახო გომელაურს ქართული ოცნება უკვე ძალიან დამამცირებლად მოექცა, როდესაც ის გვერდით დაუყენა ვახტანგ შაქარიშვილს და ნანა კაკაბაძეს როგორც ცრუ მოწმე და უკვე ძალიან ცუდ დღეშია, მე ძალიან ვწუხვარ მის გამო. ამიტომ შემდეგ რა იქნება, დაველოდოთ სასამართლოს", - ამბობს ვიკა ფილფანი.
- გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება.
- გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.