20 ივნისის საქმე - მოსამართლე ხუსკივაძემ გიორგი გახარია პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
20 ივნისის საქმე - სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვდა.
მანამადე რამდენიმე საათით ადრე იყო პირველი პატიმრობა ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე.
- გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება.
- გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.