სააკაშვილი არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში - ექიმი
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ არ იცის როდის შეიძლება დამძიმდეს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მედიკოსის თქმით, სააკაშვილის პოზიცია უცვლელია, ის გლდანის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც იყო გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე არაუშავს. პასუხები სავსებით ნორმალური არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ თავის შიმშილობასთან კონტექსტში.
შიმშილობას აგრძელებს. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში. ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი". - ამბობს ყიფშიძე.