სუს-მა სასამართლოს ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა არ შეეცვალოს - ადვოკატი

14.11.25 17:18
სუს-მა სასამართლოს ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა არ შეეცვალოს - ადვოკატი

ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე წერს.

მეტიც, უფლებადამცველის ინფორმაციით, სუს-მა სასამართლოს ნაცვლად მიიღო უკვე გადაწყვეტილება, რომ 9 დეკემბერს, როდესაც პროცესია ჩანიშნული, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა არ შეეცვალოს.

"სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს - არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას" - წერს ადვოკატი.

სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი.
სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა - არ შეეცვალოს‼️
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს - დააკავეს სიტყვის გამო.
ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის‼️
სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს - არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას", -წერს ლაშა ტყეშელაძე. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები