გახარიას ბოლო შანსი - ალაპარაკდება თუ არა ექსპრემიერი 20 ივნისის საქმეზე?

14.11.25 20:46
გახარიას ბოლო შანსი - ალაპარაკდება თუ არა ექსპრემიერი 20 ივნისის საქმეზე?

უკვე ექვსი წელია, საზოგადოებას პასუხი არ აქვს მთავარ შეკითხვაზე: ვინ გასცა ბრძანება, რომლის შედეგადაც დემონსტრანტები დათვის ტყვიებით დასახიჩრდნენ?

საქმეში მნიშვნელოვანი დეტალიც იკვეთება - „გავრილოვის ღამის“ მასალებში ანზორ ჩუბინიძის ჩვენებაცაა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 20 ივნისს პარლამენტის წინ, სპეცრაზმელებთან ერთად იდგა, თუმცა უცნობია, რის დანიშნულებით და რა მითითებებს აძლევდა ძალოვანებს.

გიორგი გახარიამ, თეა წულუკიანის კომისიაზე მიანიშნა, რომ ჩუბინიძე იმ ადგილზე არ უნდა ყოფილიყო, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვებს: გახარია მზად არის თუ არა მეტი თქვას სპეცოპერაციის შესახებ?

ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ უკვე ღიად აცხადებენ, რომ 20 ივნისის საქმეზე გახარიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს - მას აბრალებენ იმ ადამიანების დასახიჩრებას, რომლებიც რუსთაველზე მშვიდობიანად აპროტესტებდნენ. მაგრამ, ეს ყველაფერი ხდება ახლა, სისხლიანი ღამიდან 6 წლის შემდეგ.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები