"დაუწესეთ სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს და ყველა პასუხისმგებელ პირს" - კოალიცია "ცვლილებისთვის" ღია წერილი EU-ს, UK-ს და აშშ-ს

15.11.25 10:45
"დაუწესეთ სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს და ყველა პასუხისმგებელ პირს" - კოალიცია "ცვლილებისთვის" ღია წერილი EU-ს, UK-ს და აშშ-ს

კოალიცია "ცვლილებისთვის" საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართავს - "ახლებმა", "დროამ" და "გირჩი მეტი თავიფულებამ", რომელთა ლიდერები ციხეში არიან,  ოთხპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაშიც, მიჩნევენ რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დაიწყება.

ნომერ პირველი მოთხოვნა, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და ყველა იმ პირის დასანქცირება, ვინც პირადად არის პასუხისმგებელი პოლიტიკურ დევნასა და სასამართლო მანიპულაციებზე.

მოთხოვნებს შორის არის მეგობარი აქტის დაჩქარებული ტემპებით მიღება, პოლიტიკური და ფინანსური თანამშრომლობის შეჩერება ივანიშვილის გუნდთან და  საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება.

"მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დროამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა" - წერია წერილში. 

ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობებსა და პარლამენტებს,
ძვირფასო საქართველოს მეგობრებო, 
ჩვენ, პროევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი კოალიციის ლიდერები, გწერთ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში – მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ სახელმწიფოს მტრებად ცხადდებიან საქართველოში დემოკრატიის დამცველებიდა ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ღირებულებებისერთგული ძალები. 
დღეს, პრაქტიკულად ყველა პროდასავლელ პოლიტიკურლიდერს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ„საბოტაჟში“ ედება ბრალი. ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგანსაქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს სისხლისსამართლის საქმეების წარმოება თითქმის ყველაძირითადი პოლიტიკური ლიდერისა და ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ.

 

აღნიშნული შიდა პროპაგანდით „სუვერენიტეტის დაცვად“ არის წარმოდგენილი, რეალურად კი  შეტევაა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს, როდესაც„ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების –  „ახალი“-ს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“-სა და „ლელო“-საკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე.

მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა.

სწორედ, ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ:

  • 1. პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველა იმ დე-ფაქტო ოფიციალური პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლო მანიპულაციებზე და რუსეთთან თანამშრომლობაზე.
  • 2. „MEGOBARI Act“-ის მიღება აშშ-ის სენატის მიერ – როგორც ძლიერი სიგნალი ქართველი ხალხის პროდასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
  • 3. ყველა პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერება რეჟიმთან მანამდე, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, არ შეწყდება რეპრესიები და არ აღდგება კონსტიტუციური წესრიგი.
  • 4. საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღიარება როგორც ქართული ხალხის ევროპული ნების ლეგიტიმური წარმომადგენლებისა.

საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპას არშეუძლია კარი გაუღოს რუსეთით მართულ ავტოკრატიას. რაც დღეს ხდება თბილისში, ხვალ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის საზღვრებს მიღმაც. თავისუფლების ბედი  შავი ზღვის რეგიონში დადემოკრატიული სამყაროს მორალური ძალა ახლა იმაზეა დამოკიდებული, დაგვიცავს თუ არა ჩვენი საერთო პრინციპები ისეთივე სიმტკიცით, როგორსაც ისინი იმსახურებენ.
მადლობა მეგობრობისთვის, სოლიდარობისთვის დაგანსაკუთრებით, მადლობა თქვენი გამბედაობისთვის, დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით ამ ისტორიულ დროს.
ღრმა პატივისცემით,
კოალიცია ცვლილებისთვის „ახალი“ • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ • „დროა“

მსგავსი სიახლეები