ეკა ბესელია განმარტავს, რა გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა
ეკა ბესელია განმარტავს, რა გულისხმობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა - "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზურაბიშვილის საუბრობს ალტერნატივაზე, მომავლის პროექტზე, რომელიც იქნება დასაყრდენი მოქალაქეებისთვის და შექმნის კონსოლიდაციის და მიზიდულობის ცენტრს.
ბესელია აზუსტებს, რომ ეს ალტერნატივა ამ ეტაპზე არ გულისხმობს პარტიის ჩამოყალიბებას.
ეს გულისხმობს მომავალი არჩევნებისთვის, ადამიანებმა დაინახონ, სად შეიძლება იყოს მათი პოლიტიკური გემოვნების, ან მათი იმედის მატარებელი ადამიანების ერთობა - ამბობს ბესელია.
დღეს, როდესაც პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მიმართ ასეთი მძიმე რეპრესიებია და პრაქტიკულად, ირგვლივ ყველაფერი ანდგურდება "ოცნების" მხრიდან, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა გულისხმობს, რომ სწორედ ამ დროს უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ალტერნატივა, მომავლის პროექტი, რომელიც იქნება დასაყრდენი მოქალაქეებისთვის და შექმნის კონსოლიდაციის და მიზიდულობის ცენტრს. ეს არ გულისხმობს პარტიის ჩამოყალიბებას, უფრო მკაფიო რომ ვიყო, იმიტომ, რომ ახლა არ არის ამის დროს. ეს გულისხმობს მომავალი არჩევნებისთვის, ადამიანებმა დაინახონ, სად შეიძლება იყოს მათი პოლიტიკური გემოვნების, ან მათი იმედის მატარებელი ადამიანების ერთობა. ეს არის გარდამავალი ეტაპის პროცესი, როდესაც ახლა ძალიან საჭიროა ასეთი ალტერნატივის გამოკვეთა. რა ფორმას მიიღებს ის, მომავალში გამაოჩნდება, მაგრამ დღეს ის უნდა იყოს ზეპარტიული ტიპის პლატფორმა, პრეზიდენტს აქვს ასეთი პლატფორმა შექმნილი, მას შუეძლია ამ პლატფორმის ახლებური მოდელ, გადახალისება მოახდინოს", - ამბობს ეკა ბესელია.
როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში პოლიტიკური ალტერნატივა? - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი საზოგადოების გაერთიანებაშია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, რომ უნდა არსებობდესს გეგმა, რომლითაც საპროტესტო საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში იმოქმედებს. ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკური ალტერნატივის პირველი ეტაპი შესაძლოა იყოს მუშაობა ტექნიკური მთავრობის იდეაზეც.