სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა - რას ფიქრობენ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები

15.11.25 15:33
სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა - რას ფიქრობენ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები

სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა - რა შემთხვევაში იქნება პოლიტიკურ ალტერნატივის იდეაზე მუშაობა ეფექტური? ხალხი რომელმაც საზოგადეობას თავი საპროტესტო აქციებზე დგომით და წინააღმდეგობით დაამახსოვრა, ამბობს რომ პოლიტიკური ველის გაჯანსაღება მხოლოდ ახალ სახეებს შეუძლიათ - იმ ადამიანებს, ვისთანაც ნაკლები პრეტენზია არსებობს წარსულის გამო.

არაერთხელ მითქვამს, რომ ალტერნატივა არის შესაქმენილი და ამას ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა ჩემს მიმართ, განსაკუთრებით ოპოზციური სპექტრიდან. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ამ ძველმა პარტიებმა უკვე სცადეს ამ ალტერნატივის შექმნა. ჩვენ კარგად გვახოვს, ნოემბრიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი ვიდექით ქუჩაში და ველოდებოდით, რომ რაღაც ალტერნატივას შემოგვთავაზებდნენ, რაღაც გეგმას გააჩენდნენ, თუმცა თვეების განმავლობაში ვერ მოახერხეს. ამ პარტიებმა უკვე გვაჩვენეს, რომ ელემენტალური ერთად მუშაობის უნარი არ აქვთ. მე არვიცი ზურაბიშვილს ეს ყველაფერი როგორ წარმოუდგენია, თუმცა ეს ალტერნატივა მაქსიმალურად უნდა შეიქმნას იმ ახალი ჯგუფებიდან, რომელიც პროტესტში მონაწილე ადამიანებისგან და იმ პროფესიონალებისგან შეიქმნა, ვისაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვს და რომელსაც ნდობა არ აქვს დაკარგული საზოგადოებაშია",- ამბობს ბექა ხალიბეგაშვილი 

არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ბექა ქელბაქიანი ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნებიან პროცესში ჩართულები. 

მისი თქმით, ახალი ალტერნატივის შესაქმნელად, ჯერ საჭიროა დისკურია და კონსესუსი - "ამ მიმართულებით უნდა იყოს ერთგავრი კოორდინაცია აქტორებს შორის, რომ აი ასეთი პროცესის მიმართ ნდობა გაჩნდეს".

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ეს პროცესი ორგანიზებული და ვინ იქნება ამ პროცესში ჩართული. ეს შეიძლება მოიაზრებდეს გარკვეულ პერიოდს, შესაძლოა მოიაზრებდეს გარკვეული ტექნიკური ტიპის მოხელეებს, რომლებიც გარკვეულ სამუშაო არჩევნების მოსამზადებალდ ჩაატარონ და ა.შ. თუმცა თუ ესეთი პროცესი შესაძლებელი იქნება, თუკი ამ საკითხზე ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი იქნება და ამ კუთხით უნდა იყოს დისკუსია. ამ მიმართულებით უნდა იყოს ერთგავრი კოორდინაცია აქტორებს შორის, რომ აი ასეთი პროცესის მიმართ ნდობა გაჩნდეს", - აცხადებს ტატო ქელბაქიანი.

თორნიკე რაზმაძე მიიჩნევს, რომ ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა ამ ეტაპზე მომგებიანი არ იქნება. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომს ეს "ოცნების" პროპაგანდისთვის კონკრეტული ადამიანების სახელების და გვარების პირდაპირ მიცემას ნიშნავს. 

ეს იდეა მე ამ ეტაპზე ბოლომდე არ მომწონს, რადგან ტექნიკური მთავრობა კონკრეტული ადამიანების სახელების და გვარების დასახელებას ნიშნავს. ეს პირდაპირ ნიშნავს "ოცნების" პროპაგანდისთვის კონკრეტული ადამიანების სახელების და გვარების მიცემას. ხალხს, ჩემი აზრით, იმას კი არ უნდა დავპირდეთ, "ოცნება" რომ წავა აი ესენი მოვლენ, არამედ ხალხს უნდა დავპირდეთ, რომ "ოცნება" რომ წავა, ხელისუფლებაში მოვლენ სხვადასხვა ჯგუფები იმ პროპორციით, რა პროპორციითაც მათ ხალხი მისცემს ხმას. ესენი რაღაც პროპორციით იქნებიან ქოცებიც, ნაცებიც, ახლებიც, ლელოც, გახარიაც და ის ყველა ახალი ალტერნატივაც, რომელიც თუ გამოჩნდება მივესალმები", - ამბობს თორნიკე რაზმაძე. 

როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში პოლიტიკური ალტერნატივა? - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი საზოგადოების  გაერთიანებაშია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, რომ  უნდა არსებობდესს გეგმა, რომლითაც  საპროტესტო საზოგადოება  ხელისუფლების შეცვლის  შემთხვევაში იმოქმედებს. ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკური ალტერნატივის პირველი ეტაპი შესაძლოა იყოს მუშაობა ტექნიკური მთავრობის იდეაზეც.  

მსგავსი სიახლეები