ნატოში საქართველოს ელჩის ძმა შტატებში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა

15.11.25 20:18
ნატოში საქართველოს ელჩის ძმა შტატებში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნატოში საქართველოს ელჩის, ირაკლი ბერაიას ძმამ, ლევან ბერაიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

წყარო ნიუ-იორკიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დევნილის სტატუსის მისაღებად ლევან ბერაიამ პროცედურები უკვე გაიარა.  ანუ ის ახლა, პრეზიდენტ ტრამპის მთავრობას უმტკიცებს, რომ ქვეყანაში, სადაც მისი ძმა მაღალჩინოსანია იდევნება და საქართველოში ყოფნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს.  

ირაკლი ბერაია ქართული ოცნების სტაჟიანი წევრია. სენაკელი დეპუტატი კობახიძის მმართველობის წლებში ჯერ დაზვერვის შეფი გახდა, შემდეგ სუს-ის უფროსის მოადგილე, ახლა კი ნატოში საქართველოს ელჩია.  

ძალოვან სისტემაში იყო დასაქმებული წლების განმავლობაში მისი ძმაც - ლევან ბერაიაც.

საქართველოდან ქართული ოცნების მაღალჩინოსნის ძმა 2023 წელს გაიქცა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მან ჯერ მექსიკაში გასამგზავრებელი ვიზა მოიპოვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მექსიკის გავლით აღმოჩნდა.  

წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ  ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ დაზვერვის ექს-შეფის ძმამ ამერიკაში უფროსი ვაჟიც წაიყვანა, რომელმაც თვითდეპორტაციის უფლებით ისარგებლა და საქართველოში დაბრუნდა.  

ნიუ - იოკის უძვირეს უბანში, ლევან ბერაია და მისი პარნტნიორები ქართულ ამერიკულ  რესტორანს - არომატს ხსნიან.

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები