მიტაცებული იუსტიციის საბჭო და სასამართლო კლანი - TI ანგარიშს აქვეყნებს

26.10.21 11:55
მიტაცებული იუსტიციის საბჭო და სასამართლო კლანი - TI ანგარიშს აქვეყნებს

მიტაცებული იუსტიციის საბჭო, მოსამართლეთა დაწინაურების არაჯანსაღი სისტემა და სასმართლო კლანი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ 2015-2020 წლამდე მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული ყველა დასკვნა შეისწავლა, საიდანაც დაასკვნა, რომ იუსტიციის საბჭო მიკერძოეუბულია და  "ოცნების" ხელისუფლება სასამართლოში გავლენის შენარჩუნებას ისევ კლანის მეშვეობით ცდილობს. ორგანიზაციის განცხადებით, ფაქტს უზენაეს სსმართლში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიც ადასტურებს.

სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა დასაბუთების გარეშე ხდება და ძირითადად, ეს ყველაფერი არის კავშირში იმასთან თუ რამდენად ახლოს არიან კონკრეტული კანდიდატები კლანთან. ე.წ. კლანი თავისთან ძალიან დაახლოებულ წევრებს ნიშნავს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ამის ძალიან მკაფიო მაგალითია, რომ იქ არიან ჩინჩალაძე-მურუსიძე-შენგელია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის არსებული ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს სასამართლოში და ის, რომ ჩვენ სასამართლოში გვყავს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, კლანი და ზუსტად ამის გათვალისწინებით უნა გავაკეთოთ ყველა ის ცვლილება და დავგეგმოთ ის რეფორმა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, - ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 

"საერთაშორისო გამჭვირევალობა - საქართველოს" გამოსავალს პრობლემის აღიარებაში ხედავს, თუმცა "ქართულ ოცნების" ხელისუფლება, რომელიც თავად მფარველობს სასამართლო კლანს,  ფაქტს არ ცნობს. 

მსგავსი სიახლეები