საქართველოს ხელისუფლება პუტინის დიქტატურას ემსახურება - პოდოლიაკი
ეჭვგარეშეა, მიხეილ სააკაშვილი პუტინის ტყვეა, - ამის შესახებ უკრაინის რპეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, სააკაშვილის დაკავება და გრძელვადიანი პატიმრობა მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური დამოუკიდებლობის არარსებობას და მის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მოსკოვის მიმართ.
მისი შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება იმ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ემსახურება რუსეთის დიქტატორული რეჟიმის ინტერესებს და ეწინააღმდეგება იმ ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა.
ეჭვგარეშეა, ბატონი სააკაშვილი პუტინის ტყვეა, პუტინის პატიმარი. მისი დაკავება და ამდენი ხნით ციხეში გამოკეტვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ის ამ პროცესში მონაწილეობს როგორც რუსული დიქტატურის მოსამსახურე პერსონალი. ეს ხდება იმიტომ, რომ ბატონმა სააკაშვილმა, როგორც რეფორმატორმა, შექმნა ახალი საქართველო, გაამყარა ევროატლანტიკური პერსპექტივები და საქართველოს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი ქვეყანა ადამიანებისთვის.
ყველაფერი, რასაც დღეს თქვენი ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი, რასაც კობახიძის ხელისუფლება სჩადის, უფრო სწორად, ყველაფერი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ეს არის რუსეთის დიქტატორული რეჟიმის სამსახურში ჩადგომა. რატომ აკეთებენ ამას, გაუგებარია, - თქვა პოდოლიაკმა.