"სააკაშვილი პოლიტპატიმარია" - უკრაინის "ევროპულმა პარტიამ" მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

26.10.21 12:13
"სააკაშვილი პოლიტპატიმარია" - უკრაინის "ევროპულმა პარტიამ" მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

უკრაინის "ევროპულმა პარტიამ" მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირა და მისი დაუყოვნებლიც გათავისუფლება მოითხოვა. პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმრად და "ლილიპუტების მიწაზე გულივერად"  მოიხსენია. 

უკრაინის ,,ევროპული პარტია" იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ჯერ ერთი, ის უკრაინის მოქალაქეა. მეორეც, ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა მსოფლიო პოლიტიკისთვის. ის არის რეფორმატორი, ის არის გულივერი ლილიპუტების მიწაზე, როგორც მას თანამოაზრეები ეძახდნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ის ციხეში გაყალბებული ბრალდებით დააპატიმრა. ჩვენ მას პოლიტიკურ პატიმარად მივიჩნევთ. გვინდა, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღება მივაპყროთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველა ძალისხმევის საჭიროებას.
ბატონ მიხეილს კი მივესალმებით: „გამაგრდით, უკრაინა თქვენთანაა, ჩერკასის რეგიონი თქვენთანაა, უკრაინის ,,ევროპული პარტია" თქვენთანაა,
- ნათქვამია ვიდეორგოლში.