სავალდებულო ვაქცინაციას ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რომლებიც ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს - ტიკარაძე

26.10.21 12:33
სავალდებულო ვაქცინაციას ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რომლებიც ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამბობს, რომ "სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომლებიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს".

მისი თქმით, იძულებითი წესის გამოყენებას არ ეთანხმება: 

აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ეთანხმება თუ არა სავალდებულო ვაქცინაციას ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო"- აცხადებს მინისტრი.