50 ლარი კაცზე - რა ღირს "ოცნების" მხარდაჭერა
მესაფლავეების მობილიზაცია აჭარაში - "ქართული ოცნების" დაანონსებულ აქციაზე ხვალ 170 მესაფლავე ბათუმიდან ფულის სანაცვლოდ ჩამოვა. ფაქტს ბათუმის სასაფლაოების დირექტორი, ჯუმბერ კობალაძე, ადასტურებს.
"ტვ პირველმა" გაარკვია, რომ ხელისუფლება მხარდამჭერების მობილიზებას 50 ლარის სანაცვლოდ ახდენს.
"პირველების" მიერ მოპოვებული მიმოწერების ავთენტურობას კი ის ინტერვიუებიც ადასტურებს, რომლიც საინფორმაციო სამსახურს ხელში ჩაუვარდა.
პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, მესაფლავეები და საჯარო მოხელეები პირდაპირ ადასტურებენ, რომ "ოცნება" რეგიონიდან ხალხის ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველჰყოფს.
ბათუმის ერთ-ერთი ბაღის გამგე, ნანა ერემაშვილი, ამბობს, რომ აქციაზე ბაღის 28 თანამშრომელი იქნება წარმოდგენილი. ერემაშვილი ადასტურებს, რომ მას მმართველი პარტიიდან კვებას და ტრანსპორტირებას დაპირდნენ.