მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმები ერთვებიან

26.10.21 13:11
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმები ერთვებიან

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა. გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ჰოლანდიიდან ექიმი უკვე ჩამოვიდა, მედიკოსების ჯგუფს ელოდებიან უკრაინიდანაც. 

სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განდაკუთრებით რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიიდან ექიმი, ასევე ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეშ ასევე ჩავრთეთ კომაროვსკი, ეს არის უკრაინელი მედიკოსი. ყველა გულშემატკივარი ჩვენი ქვეყნის, რა თქმა უნდა, ნერვიულობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და სწორედ ამან გამოიწვია ის ინტერესი, რის გამოც ისინი ჩამოდიან საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრს თუ დავუჯერებთ ჩვენ, პაციენტს, მოშიმშილე ადამიანს, თუ ოპერაცია არ დასჭირდა, ამ შემთხვევაში გადაიყვანენ კლინიკაში და ოპერაციის გარეშეც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დამძიმდეს, - თქვა გელხაურმა. 

ჯერჯერობით უცნობია, შეუშვებენ თუ არა უცხოეთიდან ჩამოსულ მედიკოსებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებლად. 

ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 პენიტენიცურ დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი თანაგუნდელი, კობა ნაყოფია, მივიდა. 

მსგავსი სიახლეები