პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს

26.10.21 14:28
პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს

ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე, ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს. ფაქტის შესახებ ცნობილი საოპერო მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, თეატრში არსებული პრობლემების გასაცნობად ადგილზე ქუთაისის მერობის კანდიდატთან ოპოზიციდან, ხატია დეკანოიძესთან, ერთად მივიდა. 

ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხდართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა, თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ  როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა  დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ, ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება, გვერდით დაგიდგებით, - დაწერა ბურჭულაძემ.

მომხდარს გამოეხმაურა ,,ენმ"-ს წევრი, გიგა შუშანიაც. მისი ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის ოპერის თეატრში არშეშვების დავალება ქუთაისი მერიამ გასცა. 

დღეს ქუთაისის მერის დავალებით, ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული). ეს იგივეა, მესი რომ ჩამოსულიყო ტორპედოს სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ, - წერს შუშანია.