ძალოვანების პროტესტი - სისტემა კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა

26.10.21 14:30
ძალოვანების პროტესტი - სისტემა კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა

პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთმა პოლიციელმა, საბა კუხალეიშვილმა, დატოვა. დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამბობს, რომ უწყების დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებამ პოლიციელების მისამართით რეპრესიები დაიწყო.

კუხალეიშვილის თქმით, სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას, რომელიც მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ფაქტს რაფავას კოლეგების პროტესტი მოჰყვა: 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომელმა, რომან ანთიამ გუშინ, 25 ოქტომბერს დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მაირი, გიორგი ბერიშვილმიც მათ რიგებშია ვინც, ამბობს, რომ პოლიტიზებულ პოლიციაში მუშაობა არ სურს. 

პოლიტიკურ დევნა სამსახურიდან წასვლით გააპროტესტა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამაც.

სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ის უკანონო დავალებებს არ შეასრულებს და პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ლაზიშვილის პროტესტს წინ უძღოდა პატრულ-ინსპექტორის, ომარ არქანიას პოლიციის რიგებიდან დემარშით წასვლა.

მსგავსი სიახლეები