მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება - TI "შაბათის ეთერის" ეთერში გასულ სიუჟეტზე
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიებით, სადაც ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი.
საუბარია „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტზე, რომელიც მიხედვითაც დგინდება, რომ უკვე წლებია, მმართველი პარტია არჩევნებს ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების, პრობაციონერების, ნარკომომხმარებლებისთვის დაბრუნებული მართვის მოწმობების და მცირე მეწარმეებისთვის ჩამოწერილი ჯარიმების ხარჯზე იგებს.
აღწერილი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კერძოდ ამომრჩევლის მოსყიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება/ბოროტად გამოყენებას, აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას.მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული ფაქტების შესასწავლად, ასევე, დაადგინოს, მსგავს პრაქტიკას 2020 და 2021 წლების არჩევნების დროსაც ხომ არ ჰქონდა ადგილი - აცხადებენ ორგანიზაციაში.