50 ლარი აქციაში მონაწილეობისთვის და 100 ლარი ხმის სანაცვლოდ - მასობრივი მოსყიდვა ქუთაისში
50 ლარი აქციაში მონაწილეობისთვის და 100 ლარი ხმის სანაცვლოდ - "ქართულმა ოცნებამ " ქუთაისში ამომრჩევლის მასიური მოსყიდვა დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ ხელისუფლების მხარდაჭერას სთხოვენ.
არჩევნებზე მხარდაჭერის პარალელურად, "ოცნების" წევრები ქუთაისელებს ხვალ დედაქალაქში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობასაც სთხოვენ და ამ შემთხვევაშიც თანხას სთავაზობენ.
გამაჩერა მეზობელმა და მითრეს, რომ დაურეკეს, 50 ლარის სანაცვლოდ ხვალ თბილისის აქციაზე რომ წასულიყო. განაცხადა უარი და მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა დამიანებისა არ ეთანხმება ასეთი ტიპის შემოთავაზებებს. მოსწყინდათ ადამიანებს აი ეს მდგომარეობა, ჭაობი, რომელიც არის ქალაქში. მასობრივი ფაქტებია ქალაქში პირადობების მოთხოვნით, რომ ადამიანებმა საფასურის სანაცვლოდ დათმონ პირადობები, ე.ი. არ გამოცხადდნენ არჩევნებზე, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.