ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სიკვდილისთვის სწირავს - ადვოკატი

26.10.21 15:29
ხელისუფლება  მიხეილ სააკაშვილს სიკვდილისთვის სწირავს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ფატალური შედეგისთვის სწირავს. მისი თქმით, მთავრობის განცხადება, რომ მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში მხოლოდ ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, აბსურდია.

ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და სხვა და სხვა მიზეზებს ასახელებენ. ახლა საუბრია იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. ოპერაციის საჭიროება  შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა. ზურაბ ფაღავა საუბრობდა, რომ შიმშილობა მულტიორგანულ პრობლემებს წარმოქმნის სხუელისთვის და შესაბამისად, საჭიროა ისეთ ჰოსპიტალში მკურნალობა, რომელსაც ექნება უნარი მულტიპროფილური სამედიცინო სერვისების გაწევის. ეს პროცესი მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ ხელისუფლება სწირავს უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული იმდენად სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და იმდენად სამარცხვინოდ მოქმედებენ, - განაცხადა საძაგლიშვილმა.