"ჟოროვიჩი", "თავა", "კარკალა" - ვინ არიან რუსთავის ციხესთან გამართული აქციის ორგანიზატორები?

26.10.21 15:04
"ჟოროვიჩი", "თავა", "კარკალა" - ვინ არიან რუსთავის ციხესთან გამართული აქციის ორგანიზატორები?

"ჟოროვიჩი", "თავა", "კარკალა" და სხვები - "ტვ პირველის" ინფორმაციით, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის ორგანიზატორები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. "პირველებმა" დაადგინა, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც მე 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ გამართული აქციის ორგანიზება მოახდინა, კახაბერ აბზიანიძე, იგივე  ჟოროვიჩია. მისი ძმა "კანონიერი ქურდი" ბესო აბზიანიძეა, მამა კი უკვე გარდაცვლილი ე.წ. კანონიერი ქურდი, რამაზ აბზიანიძე., იგივე რამაშკაა. კახაბერ აბზიანიძე ქუთაისში ბიზნესს ფლობს და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. 

მეორე ორგანიზატორი კი "ტვ პირველის" ინფორმაციით, ლადო ენდელაძეა. ის "კანონიერი ქურდის", გიორგი ენდელაძის, (თავას)  ძმაა. ლადო ენდელაძის მეუღლე, სალომე ბოჭორიშვილი, ქუთაისის მერიის თანამშრომელია. 

ენდელაძემ "ტვ პირველთან"  რუსთავის ციხესთან გამართულ აქციასთან კავშირი უარჰყო. ეს უკანასკნელი "პირველების" გადამღებ ჯგუფთან აგრესიულობით გამოირჩეოდა, ენდელაძემ ჟურნალისტების მისამართით დაგეშილი ძაღლებიც კი გაუშვა. 

კიდევ ერთი პირი, რომლის იდენტიფიცირება "ტვ პირველმა" მოახდინა დავით კარკალაიაა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დედაქალაქში იმყოფება და ხვალინდელ აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას. დადგენილის მისი კავშირები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ზაზა კარკალაიასთან. "ქურდი" ზაზა კარკალაია დათო კარკალიას ბიძაა. 

რაც შეხება რუსთავის ციხესთან აგრესიულობით გამორჩეულ კიდევ ერთ მოქალაქეს, ირკვევა, რომ ის ქუთაისელი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი - ზაზა სახამბერიძეა.  სახემბერიძე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე არაერთხელ ავიდა და "სააკაშვილის უმკაცრესად დასჯა" მოითხოვა. 

 

 

მსგავსი სიახლეები