გამარჯვება თავისუფლებისთვის - ზუგდიდში 27 ოქტომბერს ოპოზიციის აქცია დაანონსდა

26.10.21 15:58
გამარჯვება თავისუფლებისთვის - ზუგდიდში 27 ოქტომბერს ოპოზიციის აქცია დაანონსდა

"გამარჯვება თავისუფლებისთვის" - აღნიშნული დევიზით ხვალ ოპოზიცია ზუგდიდში აქციის გამართვას აანონსებს.

ხელისუფლების ოპონენტები ზუგდიდში, მერიასთან შეიკრიბებიან. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება. დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ, გაავრცელა.

,,ენმ" -ს წევრის თქმით, ზუგდიდმა და სამეგრელომ უნდა დაანახოს ყველას, რომ არ შეეგუებიან მონობას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად ბრძოლას არ შეწყვეტენ.

ახლა, როდესაც ძალიან ცოტა დაგვრჩა საბოლოო გამარჯვებამდე და მიშას თავისუფლებამდე, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ ყველას, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს არ შეეგუება მონობას, დაშინებას, მოსყიდვას და ყველა იმ უბედურებას რომელსაც ხელისუფლება ატრიალებს აქ.
სამეგრელო ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე და ისტორიულად არასოდეს არ შეშლია არჩევანი. მე მახსოვს ტანკები ჩემს ქალაქში და რეგიონში მაგრამ ასევე მახსოვს ამაყად, მტკიცედ მებრძოლი ზუგდიდი და სამეგრელო.
სწორედ ასეთებს, ამაყებს, უდრეკებს, უშიშრებს, თავმოყვარეებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, გელოდებით ხვალ 27 ოქტომბერს, საღამოს 20:30, ზუგდიდის მერიის წინ,  გელოდებით აქციაზ
ე – განაცხადა ,,ენმ"-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანი წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები