გურიასა და აჭარაში აქციაზე წასასვლელად მოქალაქეებს ფულს პირადად რწმუნებულები და მერები ურიგებენ
50 ლარი კაცზე - "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური აუდიო-ჩანაწერებით ირკვევა, რომ გურიასა და აჭარაში ფულს აქციაზე წასავლელად მოქალაქეებს პირადად რწმუნებულები და მერები ურიგებენ.
50 ლარში მოქალაქეების ტრანსპორტირება და კვება არ შედის და მას "ქართული ოცნება" დამატებით უზრუნველჰყოფს.
სოფლის რწმუნებულები "ტვ პირველთან" ადასტურებენ, მოქალაქეებისთვის აქციაზე წასვლის სანაცვლოდ ფულის დარიგება უწევთ.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილის რწმუნებული, ასლან აბაშიძე, ამბობს, რომ ერთ ადამიანზე 50 ლარია გამოყოფილი.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სოფლის რწმუნებულებს აქციისთვის განკუთვნილი თანხები უკვე გადაეცათ.
ხო, თითო კაცი 50 ლარი. მე მერიის წარმომადგენელი ვარ სოფელში. ჩემი უფროსი მეუბნება, რომ ასეა თანხაო, მითხრა ბიჭიკო ჟანდაძემ, რომელიც მერის წარმომადგენელია"- ამბობს "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საჯარო მოხელე.