"ოცნების" დეპუტატმა ,,ნაბიჭვარი" მიწოდა - ნონა მამულაშვილი

26.10.21 16:07
"ოცნების" დეპუტატმა ,,ნაბიჭვარი" მიწოდა - ნონა მამულაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "ნაბიჭვარი" უწოდა. 

დეპუტატის თქმით, "ოცნების" წევრის გაღიზიანება მისმა კითხვამ გამოიწვია, რომელიც შეეხებოდა იმ მიზეზის გარკვევას, თი რატომ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი:

აი, ამ გავრილოვის მონამ დღეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში არმოსვლის მიზეზი ვიკითხე, ნაბიჭვარი მიწოდა. ეს არის ოცნების რეალური სახე, ზიზღით, ბოღმით და აგრესიით სავსე!  - წერს ნონა მამულაშვილი Facebook-ზე.

 

 

 

პარლამენტი მომხდარ ფაქტზე საკონონმდებლო ორგანოში პირველი განცხადებები უკვე გაკეთდა: 

სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შესახებ ქართულ ოცნებას კლასიკური პასუხი აქვს, რომ ჩვენ, თურმე, რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა, ეს არის როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამაზე პროტესტი გამოვაცხადეთ, ერთ-ერთმა დეპუტატმა ამიქნია ხელი, რაზეც ვუთხარი, რომ ამისთანა ჟესტებით არ არის ეთიკური საუბარი და მან მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი. მე ამის შესახებ ვაცხადებ ეთიკის კომიტეტში და შესაბამის რეაგირებას მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან", - განაცხადა მედიასთან ნონა მამულაშვილმა.

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი, კი მომხდარს ასე აღწერს: 

ახალგაზრდა გოგომ არაკაცი უთხრა, ის ადგა, გავიდა და ნაბიჭვაროო, მერე ამან უთხრ,ა რატომ მითხარი ნაბიჭვაროო და დაიწყო ეს ამბავი ...

არ ვამტყუნებ არც ერთ დეპუტატს, არც მეორეს. მე ვამტყუნებ გარემოს, სადაც ეს შეიძლება, მოხდეს", - თქვა ზილფიმიანმა.

ყველაფერი კი სალომე სამადაშვილის კითხვით დაიწყო. დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, მიმართა და დაინტერესდა, როდის განიხილავდა მის მიერ შეტანილ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, დაბარების შესახებ.

მაინტერესებს, კომიტეტი უნდა შეკრიბოს რაღაც ფორმალობების გასაკეთებლად, როცა ქვეყანა არის უმძიმესი გამოწვევების წინაშე, რა დანიშნულება აქვს მაშინ საგარეო კომიტეტს პარლამენტში, რომელიც იკრიბება სრულიად რუტინული საკითხების განსახილველად და უკვე მიმართა სამადაშვილმა სამხარაძეს, რაზეც სამხარაძემ აღნიშნა, რომ სამადაშვიულის მიერ შემოტანილი განცხადება ტექნიკურად არასწორი იყო - აცხადებს სამადაშვილი.