შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება და დაწოლილი კადრები არ იქნება - მამუკა მდინარაძე 27 ოქტომბრის აქციაზე

26.10.21 17:22
შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება და დაწოლილი კადრები არ იქნება - მამუკა მდინარაძე 27 ოქტომბრის აქციაზე

მამუკა მდინარაძე ხვალ დაანონსებულ აქციას 14 ოქტომბერს ოპოზიციის მომხრეთა შეკრებას ადარებს და აღნიშნავს, რომ 27-ში ხალხის გაბევრება, რასაც კრიტიკული ტელევიზიები ცდილობდნენ, არ იქნება.

ეს რაღაც შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები და ა.შ. კი არ იქნება, დღისით, მზისით ჩატარდება ყველაფერი და ყველა შეხედავს, რამდენი ადამიანი მივა აქციაზე. ამას შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ყველა შეხედავს რეალობაში, რა მოხდება იქ და რამდენი ადამიანი იქნება ხვალ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

27 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების" ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე აქცია ჩატარდება. ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, მასში მონაწილეობის მისაღებად ხელისუფლება საჯარო მოხელეებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელების იძულებას ახდენს, რეგიონებიდან ყოველ წამომსვლელს კი 50 ლარს უხდის, ამის გარდა, ცალკე თანხები იხარჯება ტრანსპორტსა და მონაწილეთა კვებაში. 

ირაკლი კობახიძის თქმით, აქციის მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის იმდენი მძღოლი სჭირდებათ, რამდენიც 14 ოქტომბერს ოპოზიციის აქციის მონაწილე იყო.