კალაძე ადასტურებს, რომ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან - "ეს არის კვების ფული"
კახა კალაძის აღიარება - თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან.
კალაძე ირწმუნება, რომ ეს თანხა კვებისთვისაა გამოყოფილი.
გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის. რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება - მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები. შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ,
როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფთ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა აქციის ჩატარება". - თქვა კახა კალაძე.
კითხვაზე, იბარებს თუ არა მამამისი, კარლო კალაძე აქციაზე არწასულების სიას, კალაძემ მედიას უთხრა, რომ "ოჯახს და მის მშობლებს თავი დაანებონ", მეტიც მმართველი პარტიის ლიდერმა კრიტიკული კითხვის ავტორს "სამარცხვინო" უწოდა.