აბსურდია - ღარიბაშვილი რიჟვაძის შესაძლო წასვლაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან მიდის.
მისი თქმით, რიჟვაძე "წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი და "ქართული ოცნების" გუნდის წევრია".
აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული ეს დღევანდელი აჟიოტაჟი. არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო. ეს არის აბსურდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.