უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე - მიხეილ სააკაშვილი

26.10.21 18:35
უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველსო მესამე პრეზიდენტი სიცოცხლის ფასადაც კი არ აპირებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე - წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე 12-ე დაწესებულებაშუ უკვე 26-ე დღეა, რაც შიმშილობს.