მასწავლებლების დევნა - სკანდალური დოკუმენტი "ოცნებიდან"
მასწავლებლების ტერორი და დასჯა წინასაარჩევნოდ - ხელისუფლებამ თეთრიწყაროში იმ პედაგოგთა დასჯა დაიწყო, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის.
,,ტვ პირველის" ხელში აღმოჩნდა სკანდალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, თუ როგორ აიძულებენ ადგილობრივი მაღალჩინოსნები პედაგოგებს ,,ქართული ოცნებისთვის" ხმების მოგროვებას.
იმ შემთხვევაში, თუ სასურველი შედეგი მაინც არ დადგება, მერები ირაკლი კობახიძისგან პედაგოგების დასჯას ითხოვდნენ.
ასე მოხდა თეთრიწყაროში. დოკუმენტი, რომელიც ტვ პირველს ,,ქართული ოცნებიდან" წყარომ მიაწოდა, მასწავლებლების წინააღმდეგ რეპრესიების ოფიციალური მტკიცებულებააა.
მმართველი პარტიის ადგილობრივი ჩინოსნები 2018 წლის აჩვენებზე მარცხს თეთრიწყაროში მასწვალებლებს და რესურსცენტრის უფროსს აბრალებენ, რის გამოც კობახიძეს წერილით აცნობებენ, რომ ყველა ეს ადამიანი ნაციონალია. ამიტომ აუცილებელია მათი თანამდებობიდან გათავისუფლება.
თეთრიწყაროს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარე,რომელიც ქალაქის მერ გიორგი ქორიძესთან ერთად ამომრჩევლების ტერორში მონაწილეობდა, ,,ტვ პირველის" კითხვებს გაურბის.
ტვ პირველის ინფორმაცით, მიმალვაშია თეთრიწყაროს მერიც, რადგან კარგად იცის, რომ საციხო საქმე ჩაიდინა და ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა დოკუმენტი მისი ხელმოწერით, რომელიც შესაძლოა, მისი სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.
თეთრიწყაროს რესრუსცენტრის დირექტორი, რომელსაც მერის პედაგოგების შეთქმულების ორგანიზატორად ასახლებს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ფაქტი პირველებთან ინტერვიუში გულნაზ აფციაურმა დაადასტურა, თუმცა მმართველ პარტისთან მასწავლებელს ღია ომში შესვლა აღარ უნდა და დუმილის ამჯობინებს. სატელეფონო საუბრისას კი ამტკიცებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
2008 წელს ,,ნაციონალებმა" მერაბიშვილის დავალებით სამსახურიდან გამათავისუფლეს. ასე რომ, ამას მიჩვეული ვარ, ამჟამად არ გავუნთავისუფლებივარ, განცხადება ჩემი სურვილით დავწერე - განაცხადა ტვ პირველთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს გულნაზი აფციაურმა.
თეთრიწყაროშო მოქმედო ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, პედაგოგთა რესურსცენტრის ხელმძღვანელის გაშვებით ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ურჩი პედაგოგების დასჯა დაიწყო. ახლა კი შეშინებული მასწავლებლები იძულებული არიან, ,,ქართული ოცნების" სამსახურში ჩადგნენ.