მინა შეიცვალა საშხაპე ოთახში, რომელიც სააკაშვილმა თავად დააზიანა - პენიტენციური

26.10.21 21:50
მინა შეიცვალა საშხაპე ოთახში, რომელიც სააკაშვილმა თავად დააზიანა - პენიტენციური

მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს დააზიანა - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური  სამსახური ავრცელებს. 

მათივე თქმით, პენიტენციურის ცნობით, ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს, ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს.

უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას იმის შესახებ, რომ სართულზე ფანჯრები დაბურეს და ჩაკეტეს, სიცრუეს უწოდებს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არცერთ დაწესებულებაში არ ხდება და ეს აქამდეც აკრძალული იყო.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე​​", – ნათქვამია განცხადებაში.

კობა ნაყოფიას თქმით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის სართულზე ფანჯრები დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს.