აქციაზე დააკავეს "ტვ პირველის" ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა
აქციაზე დააკავეს "ტვ პირველის" ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. გიორგისთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. რამდენიმე წუთით ადრე, მან რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გადმოუგზავნა.
ტვ პირველს შს პრესსამსახური არ უდასტურებდა ჟურნალისტის დაკავებას.
ადვოკატი გიორგი მამნიაშვილს დიღმის იზოლატორში მოინახულებს.