მიხეილ სააკაშვილს ტელეფონზე საუბრის უფლება არ მისცეს - ნიკა მელია
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის ციხეში სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა დღემდე არ ეძლევა - ფაქტს ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" "ერთიანი ნაციონალური მორაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, გამოეხმაურა და თქვა, რომ ამით სააკაშვილის უფლება იზღუდება:
ხომ ვიყავი ციხეში და ვიცი, გაქვს შენ განკუთვნილი დრო, აბა როგორ გირეკავდით? გახსოვთ, რომ გირეკავდით ციხიდან? წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება არ მისცეს. არავინ არ კითხულობს ,,ქართულ ოცნებაში "და არავინ არ ეკითხება ერთმანეთს, რატომ არ მივეცით. მერე გამოვლენ და უი, რა ფუმფულები ვართ, რა კარგები ვართ, ცუდი ნაცები, ოხრები...
კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით, მესამე პრეზიდენტს თავი დაანებეთ, პატიმარია, რომელსაც აქვს უფლება, ისარგებლოს სატელეფონო ზარებით", - თქვა მელიამ.