შეიძლება, მილანში ცხოვრობდე, მაგრამ იმად დარჩე, რაც ხარ - ნიკა მელიას პასუხი კალაძეს
შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ", - ასეთია ნიკა მელიას პასუხი კახა კალაძის ცინიზმზე.
სიმართლე გითხრათ, ეს რაც გაუკეთებია ბატონ კალაძეს, ძალიან გამიკვირდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც ევროპულში, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ. წარმოუდგენელია, რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ მე ვეჯიბრები კალაძეს აკენწვლაში? კი ,ბატონო, თუ დამიწუნა მან მე სპორტული კლასი და საერთოდ არ ვეჯიბრები, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის უმნიშვნელო, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური კლასი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავინახე ეს ადამიანი ძალიან პატარა", - განაცხადა მელიამ ინგა გრიგოლიას ,,რეაქციაში."
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა და ,,მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა. კახა კალაძემ, ნიკა მელიას საფეხბურთო კლასი დღეს დაუწუნა.
მას შემდეგ, რაც "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, გაავრცელა სტადიონზე გადაღებული კადრები სახელწოდებით: "კოალიციური ფეხბურთი". სოციალურ ქსელში გავრცელდა სტადიონზე გადაღებული კადრები, რომელშიც კახა კალაძე ბურთს კენწლავს.
"მელია რომ წვალობდა დღეს", - თქვა კალაძემ.