მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს

26.10.21 23:41
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მორიგ სკანდალში ეხვევა - მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, რომელიც თბილისში ჩამოსვლას და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს. 

ევგენი გრუშოვეცი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ის ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევის მიმართულებით გასაფრენ თვითმფრინავში იმყოფება. 

ადვოკატისთვის, რომელსაც საერთაშორისო სამართლის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს, ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი არ განუმარტავთ.

უფლებადამცველმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მას დოკუმენტები ჩამოართვეს და თბილისის აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები